როგორ მოვძებნო პროდუქტი?

 

 

1)              პირველი არის ძირითადი საძიებო ველი, რომელიც განთავსებულია მთავარ გვერდზე. სადაც  თქვენ  შეგიძლიათ შეიყვანოთ საძიებო პროდუქტის დასახელება, როგორც ქართულად ასევე ლათინური ასოებით.

        იმ შემთხვევაში თუ არ ხართ დარწმუნებული პროდუქტის სრული სახელის ცოდნაში, შეგიძლიათ აკრიფოთ სიტყვის ნაწილი (მინიმუმ სამი სიმბოლო)  და შემდეგ დააჭირეთ ძებნას ( გამადიდებელ შუშაზე).

 

 

2)               მეორე: პროდუქტის მოსაძებნად შეგიძლიათ აირჩიოთ "დეტალური“ ძებნა  მთავარ გვერდზე, რომელიც თქვენ საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ პროდუტი თქვენთვის სასურველი პარამეტრით. მითითებული-შევსებული გრაფების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "ძებნა", რის შემდეგაც გამოვა პროდუქტები

    

 

3)               პროდუქტის  მოძებნა შეგიძლიათ  მწარმოებელი-ფირმის,  ბრენდის  მიხედვით.  ამისათვის უნდა აირჩიოთ ზედა  პანელიდან:  „ბრენდი“ და შემდეგ  ჩამოშლილი ანბანიდან აირჩიეთ იმ ფირმის დასახელების პირველი ასო,  რომელ პროდუქტსაც ეძებთ ფირმის მიხედვით. გამოჩნდება ლოგოები, რომლიდანაც გადახვალთ პროდუქტზე,

 

4)              პროდუქტის მოძებნის კიდევ ერთი საშუალებაა კატეგორიების მიხედვით ძებნა.  ზედა მთავარ პანელზე  „კატეგორია“-დან  აირჩევთ მაღაზიის კატეგორიას და შემდეგ მაღაზიებიდან აირჩევთ პროდუქტებს...

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

                *       ზემოთ  ჩამოთვლილი:  პროდუქტის ძებნის  ყველა საშუალებების დროს,  გამოჩნდება  რუქა

                სადაც  წითლად აინთება ის ბაზარი, სადაც მითითებული პროდუქტი არის განთავსებული და რუქაზე       

                წითლად აინთება ყველა ის მაღაზია,  რომელშიც თქვენს მიერ მითითებული პროდუქტი მოიძებნა.

        ამის შემდეგ თქვენი სურვილის მიხედვით აირჩიეთ, ნებისმიერი წითლად ანთებული მაღაზია და მაღაზიის

        გვერდზე გადასვლისას ნახავთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს.

 

      იქიდან  გამომდინარე, რომ  ბაზარში არ არის დარეგულირებული მაღაზიების ნომრების მიმდევრობა  და ხშირ შემთხვევაში ნომრები მეორდება, ამიტომ იდენთიფიკაციისთვის ყველა მაღაზიას მივანიჭეთ ნომერი-კოდი ID , რომელიც არის 5 ციფრიანი. იმ შემთხვევაში თუ გსურთ, რომელიმე კონკრეტული მაღაზიის მოძებნა, მთავარი გვერდიდან  (საძიებო ველის ბოლოში), უნდა გადახვიდეთ: ‘დეტალურ ძებნაში“ სადაც მიუთითებთ მაღაზიის ID -ს ( მიუთითეთ ხუთ ნიშნა ნომერი ID) , რის შემდეგაც გამოჩნდება რუქა და ის ბაზარი, რომელშიც თქვენს მიერ მითითებული მაღაზიაა განთვსებული.  მოძებნილი მაღაზია  რუქაზე წითლად გააქტიურდება.

      ასევე რუქასთან ერთად  გამოჩნდება ამ მაღაზიაში არსებული  პროდუქტები  და შემდეგ პროდუქტიდან გადახვალთ მაღაზიაზე.

      მაღაზიის ხუთ ციფრიანი ID არის ყველა მაღაზიის გვერდზე განთავსებული, რომელიც შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და მიუთითოთ საჭიროების შემთხვევაში. ასევე ნებისმიერი მაღაზიის ID და კატეგორია შეგიძლიათ გაიგოთ თუ რუქაზე ყვითლად გააქტიურებულ მაღაზიაზე, გადაატარებთ და გააჩერებთ მაუსის კურსორს, ამ დროს მაღაზიაზე გამოვა ფანჟარა სადაც მითითებულია მაღაზიის  ID და კატეგორია.

     იმისთვის რომ დაამატოთ მაღაზია უნდა დაგვიკავშირდეთ ჩვენ, რადგან რეგისტრაციას ვაკეთებთ ჩვენ თვითონ.  ეს იქიდან გამომდინარე რომ, ზუსტად უნდა ვნახოთ სად არის რუქაზე თქვენი მაღაზია რომ მივანიჭოთ ზუსტი ID რომელსაც ჩვენს გარეშე, დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ. აქედან გამომდინარე ჩვენ ჩამოვალთ, ვნახავთ ზუსტად სად არის თქვენი მაღაზია, გადავიღებთ მაღაზიის გარედან, 5 პროდუქტს გადავუღებთ სურათს და ჩვენ თვითონ აგიტვირთავთ. მოგცემთ თქვენი მაღაზიის პაროლს და შემდეგ როგორც თქვენს საიტს ისე გექნებათ საშუალება ცვალოთ თქვენს მაღაზიაში ყველაფერი ანუ გექნებათ საიტი (მაღაზია) ჩვენს მთლიან სივრცეში. 

ყველაფერი უფასოა...

       ფასიანი იქნება მხოლოდ შემდეგ თუ დაგჭირდათ ან გექნებათ სურვილი რომ ჩვენ განვაახლოთ პროდუქტები ამ შემთხვევაში ერთი პროდუქტის დამატების ფასი იქნება 2 (ორი) ლარი, რაც შეიცავს პროდუქტის 5 (ხუთი) სურათის გადაღებას გამოჭრა-გასუთავებას და მონაცემების დამატებას. .